www.mygas.ge- ინოვაციური ვებ პორტალი, რომელიც დაზოგავს თქვენს დროსა და ენერგიას. გადაიხადეთ მოხმარებული ბუნებრივი გაზის გადასახადი სახლიდან გაუსვლელად, აკონტროლეთ ხარჯები, გაეცანით თქვენი აბონენტის ისტორიას "სოკარ ჯორჯია გაზ"-ში / "საქორგგაზ"-ში, მიიღეთ ინფორმაცია მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობის, გეგმიური/არაგეგმიური წყვეტებისა და დავალიანების შესახებ.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანია (SOCAR) საქართველოს ნავთობისა და ბუნებრივი გაზის სექტორში 2006 წლიდან საქმიანობს. საქართველოში, კომპანია „SOCAR"-ის აფილირებული კომპანიები გაზის სექტორში შპს „სოკარ ჯორჯია გაზი", სს „სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენი" და სს „საქორგგაზი" არიან, შემდგომში ერთობლივად წოდწებული- „სოკარ გაზი”-ს ჯგუფი.
დეტალურად"სოკარ ჯორჯია გაზი"-ს / "საქორგგაზი"-ს სამუშაო გარემო გამოირჩევა მაღალი დონის კორპორაციული კულტურითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით.
"სოკარ ჯორჯია გაზი"-ს / "საქორგგაზი"-ს მმართველი გუნდისთვის მნიშვნელოვანია ჯგუფში შემავალ კომპანიებში დასაქმებული თითოეული თანამშრომელი, რადგან ეს ადამიანები განაპირობებენ "სოკარ ჯორჯია გაზი"-ს / "საქორგგაზი"-ს განვითარებასა და წარმატებულ მომავალს.
მაღალი პროფესიონალიზმი, გუნდური მუშაობა და საერთო ღირებულებები- ყოველივე ეს "სოკარ ჯორჯია გაზი"-ს / "საქორგგაზი"-ს თითოეული თანამშრომლის მთავარ ფასეულობას წარმოადგენს.
ჩვენი გუნდი ორიენტირებული და მოტივირებულია წარმატებებზე- ჩვენ ერთად ვმუშაობთ საერთო მიზნების მისაღწევად.
"სოკარ ჯორჯია გაზ"-ში / "საქორგგაზი"-ში დასაქმების შემთხვევაში თქვენ ხდებით საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული ჯგუფის თანამშრომელი, სადაც გელოდებათ სტაბილური სამუშაო, მეგობრული გარემო და ჯანსაღი კონკურენცია.
შენობაში „გაზის" სუნის შეგრძნებისას:
1. იმ შემთხვევაში თუ გაზის სუნს სახლში შესვლამდე (კარის გაღებამდე) იგრძნობთ:
2. იმ შემთხვევაში თუ იმყოფებით ოთახში და იგრძენით გაზის სუნი:
ბუნებრივი გაზის წვისათვის საჭიროა ჟანგბადი. წვის საბოლოო პროდუქტია ნახშირორჟანგი (CO2) და წყალი (H2O). ბუნებრივი გაზი უნდა იწვოდეს ცისფერი ალით. ჟანგბადის ნაკლებობის შემთხვევაში ალი წითელია, რაც იმის მანიშნებელია რომ მიმდინარეობს არასრული წვის პროცესი, რის შედეგადაც გამოიყოფა მომწამვლელი აირი ნახშიროჟანგი (CO).
„სოკარ ჯორჯია გაზ"-ში / "საქორგგაზ"-ში მასალების შესყიდვა ხდება საერთაშორისო სტანდარტების ხარისხის დაცვით. ყველა შესყიდულ საქონელს უნდა გააჩნდეს საკუთარი სერტიფიკატი. შესყიდვების სამსახურის მიერ შესრულებული სამუშაოების გადამოწმება ხდება ISO (სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია)-ს მხრიდან.
კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი" / "საქორგგაზი" ხარისხის მართვის სერტიფიკატს ISO 9001:2008 2010 წლიდან ფლობს, 2016 წელს კი კომპანიამ გაიარა რესერტიფიკაცია ახალი სტანდარტით და "სოკარ ჯორჯია გაზი" გახდა პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც მიიღო ხარისხის მართვის სერტიფიკატი ISO 9001:2015. ხარისხის მართვის სერთიფიკატის დანერგვა, კომპანიას ავალდებულებს იყოს ორიენტირებული მის მუდმივ დახვეწასა და გაუმჯობესებაზე. ასევე, პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებასა და ხარისხის მუდმივ მონიტორინგზე.
ბუნებრივი გაზის ბაზარი რეგულირდება საქართველოს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ"კანონით და ყველა დაინტერესებული ორგანოების პასუხისმგებლობებს განსაზღვრავს.
კანონი უზრუნველყოფს ბუნებრივი გაზის დარგების ფუნქციონირებასა და განვითარებას საბაზრო ეკონომიკის პრინციპების შესაბამისად, ასევე აწესრიგებს ინდივიდუალური მეწარმეების, ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობას და ურთიერთობებს ბუნებრივი გაზის მიწოდების, იმპორტის, ექსპორტის, ტრანსპორტირების, განაწილებისა და მოხმარების სფეროებში.