დავალიანების გაგება
ონლაინ დახმარება
16 114

გაზის განაწილება

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად „ბუნებრივი გაზის განაწილების საქმიანობა" წარმოადგენს ერთი ან მეტი მიწოდების პუნქტიდან ბუნებრივი გაზის მიღებას, გამანაწილებელი ქსელის ექსპლუატაციასა და მიმწოდებლის მოთხოვნით, ბუნებრივი გაზით მომხმარებლების მომარაგებას, კონკრეტული გამანაწილებელი ქსელის ფარგლებში.

ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიას გასცემს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია.

შპს „სოკარ ჯორჯია გაზი" / "საქორგგაზი" ეწევა განაწილების საქმიანობას და წარმოადგენს განაწილების ლიცენზიატს.

„ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის N12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესები”-ს თანახმად, მიმწოდებლის მითითების შესაბამისად, განაწილების ლიცენზიატი ახორციელებს განაწილების საქმიანობას, რომელიც მოიცავს ბუნებრივი გაზის განაწილებისა და გატარების მომსახურებას.

გაზმომარაგებასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულებას „სოკარ ჯორჯია გაზი" / "საქორგგაზი" ახდენს მომხმარებლის განცხადების საფუძველზე, „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებისა" და საქართველოში მოქმედი სხვა საკანონმდებლო, თუ კანონქვემდებარე აქტებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

Main BG