დავალიანების გაგება
ონლაინ დახმარება
16 114

როგორ გავხდე აბონენტი

 

ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის ქსელზე მიერთება

ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებელი გამანაწილებელ ქსელზე მიერთების განაცხადით "სოკარ ჯორჯია გაზი"-ს / "საქორგგაზი"-ს ადგილობრივ სერვის ცენტრებს მიმართავს (განაცხადით მიმართვა შესაძლებელია, ასევე ელექტრონული ფორმით, კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე socargas@socar.ge ). გამანაწილებელ ქსელზე მიერთების წესებს არეგულირებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) მიერ დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების" მე-19 და მე-19¹ მუხლები. (იხ. დანართი 1)

გამანაწილებელ ქსელზე მიერთების განაცხადის დაკმაყოფილება, როგორც მიერთების საფასურის გადახდის პირობით, ასევე ურთიერთშეთანხმებითაა შესაძლებელი.

ახალი მომხმარებლის (დაბალი წნევის (<0,005მპა) ახალი მომხმარებლის) გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური ვრცელდება განაწილების ლიცენზიატის მფლობელობაში არსებული გამანაწილებელი ქსელიდან 300 მეტრის რადიუსში (გარდა კომისიის მიერ განსაზღვრული არაგაზიფიცირებული ტერიტორიული საზღვრებისა).

არაგაზიფიცირებულ დასახლებათა ჩამონათვალს სემეკი გადაწყვეტილებით ამტკიცებს (2018 წლის 30 აგვისტოს №68/16 გადაწყვეტილება). (იხ. დანართი 2), აღნიშნული ჩამონათვალი, ასევე განთავსებულია სემეკის ვებ-გვერდზე.

 

იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილ მიერთებაზე ვრცელდება მიერთების საფასური:

  • ახალმა საყოფაცხოვრებო მომხმარებელმა სემეკის მიერ გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტანდარტული განაცხადის ფორმა უნდა შეავსოს. (იხ.დანართი 5 და იხ. დანართი 6), ასევე განაცხადის წარდგენამდე  მიერთების საფასურის 50% გადაიხადოს "სოკარ ჯორჯია გაზის"/"საქორგგაზის" ანგარიშის ნომერზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განაცხადით მოითხოვნილია საფასურის  განწილვადება. ("სოკარ ჯორჯია გაზის" ანგარიშის ნომერი - GE63BG0000000162448486; "საქორგგაზის" ანგარიშის ნომერი -GE16BG0000000967107400).
  • განაწილების ლიცენზიატი 5 სამუშაო დღეში განიხილავს განაცხადს და მისი დამტკიცებისა ან ხარვეზის დადგენის შესახებ გადაწყვეტილებას ატყობინებს მომხმარებელს. განაცხადზე ხარვეზის დადგენის შემთხვევაში მიერთების განხორციელება შესაძლებელია, მხოლოდ ახალი განაცხადის წარდგენით.
  • განაცხადის დამტკიცების შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიანტი (ქსელის მფლობელი) ვალდებულია, სემეკის მიერ დადგენილებით განსაზღვრულ ვადებში ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება უზრუნველყოს, ხოლო ახალი მომხმარებელი ვალდებულია ამავე დადგენილებით განსაზღვრულ ვადებში მიერთების საფასური გადაიხადოს.
  • ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური სემეკის მიერ მისაერთებელ წნევასა და სიმძლავრეზე შეთავაზებული პაკეტების მიხედვით არის დადგენილი (იხ. დანართი 3) და წარმოადგენს ერთჯერად გადასახადს.
  • დაბალ წნევაზე ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის (0-6 მ³/სთ სიმძლავრეზე) მიერთების საფასური 400 ლარს შეადგენს, ხოლო თვითმმართველ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ბათუმსა და ფოთში - 800 ლარს, რაც განაცხადით მოთხოვნის შემთხვევაში შიდა ქსელის ერთი წერტილის მოწყობასა (გამონაკლისია, მხოლოდ მრავალბინიანი სახლები) და ბუნებრივი გაზის მოხმარების ერთი ხელსაწყოს დაერთებასაც მოიცავს.
  • შიდა ქსელში ერთზე მეტი წერტილის მოწყობა წარმოადგენს დამოუკიდებელ მოთხოვნას და მომხმარებელს შეუძლია ამ მოთხოვნით განაწილების ლიზენზიატს დამატებით მიმართოს. აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
  • 0-6 მ³/სთ სიმძლავრის ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებისას, მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე მიერთების საფასური 17 თვეზე განწილვადდება.საფასურის განწილვადებით გადახდის მოთხოვნის შემთხვევაში, მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია მიერთების საფასური გადაიხადოს ყოველთვიურად, 17 თვეზე თანაბარწილად.  მათ შორის პირველი გადასახადი – განაცხადის წარდგენამდე ("სოკარ ჯორჯია გაზის" ანგარიშის ნომერი - GE63BG0000000162448486; "საქორგგაზის" ანგარიშის ნომერი - GE16BG0000000967107400), ხოლო დარჩენილი თანხა – ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყებიდან 16 თვის განმავლობაში.
  • საფასურის განწილვადების შემთხვევაში, მიერთების საფასური განისაზღვრება არსებულ მიერთების საფასურზე  თვითმმართველ ქალაქებში 50 ლარის  დამატებით, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში 25 ლარის დამატებით.
  • თუ, განაწილების ლიცენზიანტი ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთებას დადგენილ ვადებში ვერ უზრუნველყოფს, მიერთების საფასური განახევრდება, დადგენილი ვადების ხელმეორედ გადაცილების შემთხვევაში საფასური განულდება, ხოლო იმავე ვადის მესამედ და მეტჯერ გადაცილების შემთხვევაში, ყოველ გადაცილებაზე მომხმარებელს კომპენსაცია საფასურის 50%-ის ოდენობით დაერიცხება.
  • ახალი მომხმარებლის მიერთების შედეგად შექმნილი ახალი გამანაწილებელი ქსელი (მათ შორის, აღრიცხვის კვანძი და სხვა საშუალებები) განაწილების ლიცენზიატის საკუთრებას წარმოადგენს, ხოლო მომხმარებლის კუთვნილი ტერიტორიიდან ბუნებრივი გაზის მიღების წერტილის ჩათვლით არსებული შიდა ქსელი - მომხმარებლის საკუთრებას.

 

იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილ მიერთებაზე არ ვრცელდება მიერთების საფასური:

  • ქსელზე მიერთება მომხმარებლისა და განაწილების ლიცენზიანტის ურთიერთშეთანხმებით ხორციელდება. (დანართი 7)
  • მხარეების შეუთანხმებლობის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიანტი ვალდებულია წერილობითი მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში უფასოდ გასცეს ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობა და მიერთების მსურველი მიერთების სამუშაოებს თავად, ან სხვა პირის მეშვეობით უზრუნველყოფს.
  • მიუხედავად იმისა, თუ ვის მიერ სრულდება მიერთების სამუშაოები, მხოლოდ განაწილების ლიცენზიანტია უფლებამოსილი საფასურის გადახდის სანაცვლოდ უზრუნველყოს მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობა, მოაწყოს აღრიცხვის კვანძი და შეასრულოს გამანაწილებელ ქსელზე შეჭრა-მონტაჟის სამუშაოები. (მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასური დამტკიცებულია სემეკის მიერ. (იხ. დანართი 4))
  • იმ შემთხვევაში, თუ მიერთების მსურველი სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს თვითონ (ან სხვა პირის მეშვეობით) ასრულებს, იგი ვალდებულია მშენებლობის დაწყების შესახებ წინასწარ წერილობით აცნობოს განაწილების ლიცენზიატს.

აბონენტად რეგისტრაცია

საცხოვრებელი ბინის მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში, ახალი მესაკუთრე აბონენტად რეგისტრაციის მიზნით ვალდებულია „სოკარ ჯორჯია გაზი"-ს ადგილობრივ სერვის ცენტრებს განაცხადით მიმართოს. განაცხადს თან უნდა დაერთოს უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი ცნობა.

განაცხადში უნდა იყოს მითითებული:

  • განმცხადებლის ვინაობა და მისამართი;
  • განაწილების ლიცენზიატის დასახელება;
  • ადგილი (მისამართი), სადაც უნდა მოხდეს მომსახურების გაწევა და ბუნებრივი გაზით მომარაგება;
  • იმ უძრავი ქონების ფლობის ფორმა, სადაც უნდა მოხდეს მომსახურების გაწევა;
  • ბუნებრივი გაზის მოხმარების მიზანი (საყოფაცხოვრებო ან არასაყოფაცხოვრებო);
  • მომხმარებლის კუთვნილი ბუნებრივი გაზის დანადგარებისა და ხელსაწყოების ჩამონათვალი, სახეობა და სიმძლავრე.

უძრავი ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემისას, ამ უძრავი ქონების მესაკუთრის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, პირს უფლება აქვს განაცხადით მოითხოვოს აბონენტად რეგისტრაცია. განაცხადის განხილვისას განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია ამ პირის მიერ მის დეპოზიტზე თანხის შეტანა და დარიცხული (არსებული) დავალიანების სრულად დაფარვა მოითხოვოს. ამ პირობების შეუთანხმებლობის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს განმცხადებელს აღნიშნულ მისამართზე აბონენტად რეგისტრაციაზე უარი განუცხადოს.