გადაიფორმე მრიცხველი
საცხოვრებელი ბინის, ან სხვა ობიექტის მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ახალი მესაკუთრე ვალდებულია საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად წარადგინოს განაცხადი განაწილების ლიცენზიატის ადგილობრივ სერვის ცენტრში.
პირს უძრავი ქონებით დროებით სარგებლობისას (საცხოვრებელი ფართის დაქირავების შემთხვევაში), ამ უძრავი ქონების მესაკუთრის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, უფლება აქვს ასევე მოითხოვოს აბონენტად რეგისტრაცია.
უძრავი ქონების შეძენისას ან ქირავნობისას აბონენტის ნომერზე მონაცემების ჩასწორებით, ახალი მფლობელი მის საცხოვრებელ მისამართზე ძველი ან მიმდინარე დავალიანების არსებობის რისკებს მინიმუმამდე ამცირებს, რაც შემდეგ ეტაპზე გაზის მიწოდების შეწყვეტას და გამანაწილებელ კომპანიასთან დავის წარმოებას არ გამოიწვევს.
საცხოვრებელი სახლის გაყიდვისას, ძველი მესაკუთრე მის სახელზე რეგისტრირებულ სააბონენტო ნომერზე ახალი მფლობელის შესახებ მონაცემების კორექტირებით, მომავალში აღნიშნულ მისამართზე დავალიანების დაგროვების ან გაზგამანაწილებელ კომპანიასთან წარმოშობილი ნებისმიერი დავის გადაწყვეტაში პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება.