დავალიანების გაგება
ონლაინ დახმარება
16 114

მომსახურების კატალოგი

ქსელზე მიერთება

ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებელი გამანაწილებელ ქსელზე მიერთების განაცხადით „სოკარ ჯორჯია გაზი"-ს / "საქორგგაზი"-ს ადგილობრივ სერვის ცენტრებს მიმართავს და განაცხადშივე მიუთითებს მისთვის გადახდის სასურველ ფორმას - ერთიანად გადახდას ან განწილვადებას.

იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილ მიერთებაზე ვრცელდება სემეკის მიერ დადგენილი მიერთების საფასური (რაც გულისხმობს, გაზიფიცირებულ დასახლებათა ტერიტორიულ საზღვრებში არსებული გამანაწილებელი ქსელიდან 300 მ რადიუსში განხორციელებულ სამუშაოებს), დაბალ წნევაზე ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის (0-6 მ³/სთ სიმძლავრეზე) მიერთების საფასური 400 ლარს შეადგენს. მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე მიერთების საფასური 16 თვეზე განწილვადდება.

მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია განაცხადის დამტკიცების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში მის სააბონენტო ნომერზე შეიტანოს მიერთების საფასურის 50%, ხოლო განწილვადების მოთხოვნის შემთხვევაში ახალი მომხმარებელი ამავე ვადაში პირველადი გადასახადის სახით მხოლოდ 25 ლარს იხდის. მიერთების საფასური გაზმომარაგების დაწყებიდან 5 სამუშაო დღეში სრულად უნდა დაიფაროს, ხოლო განწილვადების შემთხვევაში 15 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად 25 ლარის ოდენობით.

თუ, განაწილების ლიცენზიანტი ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთებას დადგენილ ვადებში ვრ უზრუნველყოფს, მიერთების საფასური განახევრდება.

იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილ მიერთებაზე არ ვრცელდება მიერთების საფასური, ქსელზე მიერთება მომხმარებლისა და განაწილების ლიცენზიანტის ურთიერთშეთანხმებით ხორციელდება.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდს - "როგორ გავხდე აბონენტი" http://socargas.ge/ge/how-to-become-a-customer