„სოკარ ჯორჯია გაზი" / "საქორგგაზი" საყოფაცხოვრებო მომხმარებლებზე ბუნებრივი გაზის მიწოდებას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს, ნაწილობრივ თბილისისა და ზოგიერთი დასახლებული პუნქტის გამოკლებით.
მომხმარებელს მიმწოდებლისთვის მოხმარებული გაზის საფასურის გადახდის ვალდებულების გარდა, სხვა ვალდებულება არ ეკისრება. ამასთან, მიმწოდებელმა მომხმარებლის ბუნებრივი გაზით სტაბილურად მომარაგების უზრუნველსაყოფად, ყველა ვალდებულება უნდა შეასრულოს.
საყოფაცხოვრებო მომხმარებელისთვის ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფი განსაზღვრულია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილებით. ტარიფების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია „სოკარ ჯორჯია გაზი"-ს/"საქორგგაზი"-ს ვებ-საიტზე
"სოკარ ჯორჯია გაზის" მომსახურების არეალში ტარიფი შეადგენს 56,93 თეთრს/მ³
შპს "აკრიანი 2006"-ის ყოფილ სალიცენზიო არეალში 2024 წლის 1 ივლისიდან 2026 წლის 1 იანვრამდე ტარიფი შეადგენს 46 თეთრს/მ³
"საქორგგაზის" მომსახურების არეალში ტარიფი შეადგენს 57,01 თეთრს/მ³