„სოკარ ჯორჯია გაზი"/ "საქორგგაზი" საცალო და პირდაპირ მომხმარებლებზე, ასევე სხვა მიმწოდებელ კომპანიებზე ბუნებრივი გაზის მიწოდებას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.
არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების ბუნებრივი გაზის მიწოდების ტარიფები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბერის №69 ბრძანების საფუძველზე დერეგულირებულია (იხ. დანართი), რაც გულისხმობს მოხმარებული ბუნებრივი გაზის ფასის განსაზღვრას მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის, გაფორმებული ტიპიური ხელშეკრულების საფუძველზე.
მომხმარებელს მიმწოდებლისთვის მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდის ვალდებულების გარდა, სხვა ვალდებულება არ ეკისრება. ამასთან, მიმწოდებელმა მომხმარებლის ბუნებრივი გაზით სტაბილურად მომარაგების უზრუნველსაყოფად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება უნდა შეასრულოს.