Онлайн помощь
16 114

Новости

სემეკის 2026 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით გაუქმდა შპს „მამედის“ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია და მის ნაცვლად, 1 აგვისტოდან,  განაწილების საქმიანობას მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილ-აჯლოში განახორციელებს შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“.

ყველა მომხმარებელი, რომელიც ბუნებრივი გაზით  მარაგდებოდა შპს „მამედისგან“, უნდა დარეგისტრირდეს შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ აბონენტად, საყოფაცხოვრებო ტარიფი - 47 თეთრი.

რეგისტრაციისთვის, 1 აგვისტოდან 5 აგვისტოს ჩათვლით, გთხოვთ ეწვიოთ მარნეულის სერვისცენტრს მისამართზე: ქ. მარნეული, იაღლუჯის 23, სერვისცენტრი იმუშავებს შაბათ-კვირასაც, წარადგინეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, მისამართი, ტელეფონის ნომერი და მრიცხველის ფოტო.

ინფორმაციის გადაგზავნა ასევე შეგიძლიათ:

 კომპანიის ოფიციალურ მეილზე: socargas@socar.ge 

WhatsApp-ის და Viber-ის საშუალებით ტელეფონის ნომერზე: 577 33 03 46

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ცხელ ხაზს: 16114

30 Июль , 2026