ონლაინ დახმარება
16 114

მომსახურების კატალოგი

ქსელზე მიერთება

ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებელი გამანაწილებელ ქსელზე მიერთების განაცხადით „სოკარ ჯორჯია გაზი"-ს / "საქორგგაზი"-ს ადგილობრივ სერვის ცენტრებს მიმართავს და განაცხადშივე მიუთითებს მისთვის გადახდის სასურველ ფორმას - ერთიანად გადახდას ან განწილვადებას მხოლოდ ახლად გაზიფიცირებული დასახლებებისთვის.

იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილ მიერთებაზე ვრცელდება სემეკის მიერ დადგენილი მიერთების საფასური (რაც გულისხმობს, გაზიფიცირებულ დასახლებათა ტერიტორიულ საზღვრებში არსებული გამანაწილებელი ქსელიდან 300 მ რადიუსში განხორციელებულ სამუშაოებს), დაბალ წნევაზე ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის (0-6 მ³/სთ სიმძლავრეზე) მიერთების საფასური 800 ლარს შეადგენს, ხოლო თვითმმართველ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ბათუმსა და ფოთში - 1100 ლარს.

მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია განაცხადის წარდგენამდე  მიერთების საფასურის 50% გადაიხადოს "სოკარ ჯორჯია გაზის"/"საქორგგაზის" ანგარიშის ნომერზე ("სოკარ ჯორჯია გაზის" ანგარიშის ნომერი - GE63BG0000000162448486; "საქორგგაზის" ანგარიშის ნომერი -GE16BG0000000967107400), ხოლო დარჩენილი მიერთების საფასური ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყებიდან 10 სამუშაო დღეში სრულად უნდა დაიფაროს. 

ახლად გაზიფიცირებულ დასახლებებში (იხ. დანართი) დაბალი წნევის   0-6 მ³/სთ სიმძლავრის ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებისას ვრცელდება საფასური - 400 ლარი,  მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე მიერთების საფასური 17 თვეზე განწილვადდება და განისაზღვრება 425 ლარით. საფასურის განწილვადებით გადახდის მოთხოვნის შემთხვევაში, მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია მიერთების საფასური გადაიხადოს ყოველთვიურად, 17 თვეზე თანაბარწილად.  მათ შორის პირველი გადასახადი – განაცხადის წარდგენამდე ("სოკარ ჯორჯია გაზის" ანგარიშის ნომერი - GE63BG0000000162448486; "საქორგგაზის" ანგარიშის ნომერი - GE16BG0000000967107400), ხოლო დარჩენილი თანხა – ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყებიდან 16 თვის განმავლობაში. განმცხადებლის მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია შიდა ქსელის ერთი წერტილის მოწყობა.

თუ, განაწილების ლიცენზიანტი ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთებას დადგენილ ვადებში ვერ უზრუნველყოფს, მიერთების საფასური განახევრდება.

იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილ მიერთებაზე არ ვრცელდება მიერთების საფასური, ქსელზე მიერთება მომხმარებლისა და განაწილების ლიცენზიანტის ურთიერთშეთანხმებით ხორციელდება.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდს - "როგორ გავხდე აბონენტი" http://socargas.ge/ge/how-to-become-a-customer