17 აგვისტოდან გაზმომარაგება შეუწყდება ყოფილი ლიცენზიატის შპს “მამედის” იმ აბონენტებს, ვინც არ გაივლის “სოკარ ჯორჯია გაზის” აბონენტად რეგისტრაციას.
რეგისტრაცია შესაძლებელია მარნეულის სერვისცენტრში მისამართზე: ქ. მარნეული, იაღლუჯის 23 ან სოფლის გამგეობის შენობაში. წარადგინეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, მისამართი, ტელეფონის ნომერი და მრიცხველის ფოტო.
ინფორმაციის გადაგზავნა ასევე შეგიძლიათ:
კომპანიის ოფიციალურ მეილზე - socargas@socar.ge
WhatsApp-ის და Viber-ის საშუალებით ტელეფონის ნომერზე - 577 33 03 46
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ცხელ ხაზს - 16114