სოკარ ჯორჯია გაზი"-ს / "საქორგგაზი"-ს სამუშაო გარემო გამოირჩევა მაღალი დონის კორპორაციული კულტურითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით.
"სოკარ ჯორჯია გაზი"-ს / "საქორგგაზი"-ს მმართველი გუნდისთვის მნიშვნელოვანია ჯგუფში შემავალ კომპანიებში დასაქმებული თითოეული თანამშრომელი, რადგან ეს ადამიანები განაპირობებენ "სოკარ ჯორჯია გაზი"-ს / "საქორგგაზი"-ს განვითარებასა და წარმატებულ მომავალს.
მაღალი პროფესიონალიზმი, გუნდური მუშაობა და საერთო ღირებულებები- ეს "სოკარ ჯორჯია გაზი"-ს / "საქორგგაზი"-ს თითოეული თანამშრომლის მთავარ ფასეულობას წარმოადგენს.
ჩვენი გუნდი ორიენტირებული და მოტივირებულია წარმატებებზე- ჩვენ ერთად ვმუშაობთ საერთო მიზნების მისაღწევად.
"სოკარ ჯორჯია გაზ"-ში / "საქორგგაზი"-ში დასაქმების შემთხვევაში თქვენ ხდებით საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული ჯგუფის თანამშრომელი, სადაც გელოდებათ სტაბილური სამუშაო, მეგობრული გარემო და ჯანსაღი კონკურენცია.
პერსონალის შერჩევა და შერჩევის ეტაპები:
"სოკარ ჯორჯია გაზი" / "საქორგგაზი" მუდმივად იღებს პოტენციური თანამშრომლების რეზიუმეებს, რომლებიც ინახება ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში ან/და პერსონალის მართვის სამსახურში, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაბამისი ვაკანსიის გამოცხადების შემთხვევაში კანდიდატის შერჩევა საინფორმაციო ბაზიდან მოხდება.
დასაქმების მსურველებს ანკეტის შევსება და გამოგზავნა შეუძლიათ მაშინაც, როდესაც ვაკანსია არ არის გამოცხადებული. მისაღები კანდიდატების შერჩევის წესი სამი მნიშვნელოვანი ეტაპისგან შედგება, რომელსაც პერსონალის მართვის სამსახური უზრუნველყოფს:
I ეტაპი- ვაკანსიაზე შემოსული აპლიკაციების გადარჩევის საფუძველზე ხდება კანდიდატებთან ტესტირების ან პირველადი ინტერვიუს დანიშვნა.
II ეტაპი- აუცილებლობის შემთხვევაში ტარდება კანდიდატის ტესტირება, მისი კომპეტენტურობისა და პროფესიული უნარ–ჩვევების შემოწმების მიზნით. საჭიროების შემთხვევაში, ინიშნება დამატებითი გასაუბრება კომპანიის დირექტორთან.
III ეტაპი- გასაუბრება კომპანია"სოკარ ჯორჯია სექიურითი"-ს დირექტორთან. მისი დადებითი წერილობითი პასუხის საფუძველზე, იწყება ახალი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება.