დავალიანების გაგება
ონლაინ დახმარება
16 114

ახალი ამბები

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვედა საზანო გაზიფიცირდა.
ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბენდელიანმა,„სოკარ ჯორჯია გაზი"-ის დირექტორმა აზერ მამადოვმა და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმა, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოში ახლად აშენებული გაზგამანაწილებელი ქსელი დაათვალიერეს.
გაზიფიცირების სამუშაოების შედეგად, ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა აქვს ქვედა საზანოში მცხოვრებ 1 728 ადგილობრივ ოჯახს.
გაზგამანაწილებელი ქსელის ექსპლუატაციას კომპანია „სოკარ-ჯორჯია გაზი" განახორციელებს.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ ბუნებრივი გაზის ქსელზე მიერთების ტარიფი შეადგენს 400 ლარს, რომლის გადახდაც მოქალაქეებს 25 ლარიანი პორციებით 16 თვის განმავლობაში შეუძლიათ. მომსახურების ღირებულებაში შედის ბუნებრივი გაზის ერთი წერტილის მოწყობა.

03 აპრილი, 2017