დავალიანების გაგება
ონლაინ დახმარება
16 114

ახალი ამბები

   10 ნოემბერს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ჩატარდა გეოგრაფიული ინფორმაციების სისტემების („გის“) და დისტანციური ზონდირების მომხმარებელთა XVIII საერთაშორისო კონფერენცია. ამ კონფერენციაზე კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა“ წარადგინა პრეზენტაცია შემდეგ თემაზე - „გეოინფორმაციული სისტემების დამუშავება და დანერგვა გაზის განმანაწილებელ კომპანიებში“.

   პრეზენტაციაში გადმოცემული იქნა დანერგილი „გისის“ სისტემის მიზნები, მნიშვნელოვანი შემადგენლები,  და დეტალური ვიზუალური მასალა. პრეზენტაცია შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორიცაა საოპერაციო აქტივების უახლესი ციფრული მონაცემთა ბაზის შექმნა; „გისის“ სისტემის წარმოჩენა როგორც  ყოველდღიური საექსპლუატაციო სამუშაოების  მართვის მექანიზად და მოცულობითი ანალიზის და ანგარიშგების მიწოდება.

   კონფერენცია იმართება ყოველწლიურად და მასში მონაწილეობას იღებენ გეოინფორმაციული სისტემების წამყვანი სპეციალისტები მთელი მსოფლიოდან.

10 ნოემბერი, 2017