8 აგვისტოს, ქ. რუსთავში, შარტავას ქუჩა #23ბ-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის გეგმური შემოვლითი სამუშაოების დროს, საცხოვრებელი სახლის მე-11 სართულზე „საქორგგაზის“ თანამშრომლებმა შენიშნეს ოდორანტის ჭარბი სუნი.
უსაფრთხოების მიზნით მოხდა აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და სამაშველო სამსახურის გამოძახება.
მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ბუნებრივი გაზის გაჟონვა გამოწვეული იყო ერთ-ერთ დაკეტილ ბინაში ბუნებრივი გაზის უყურადღებოდ დატოვების შედეგად.
გახსოვდეთ!!! გარემოში CO-ს 05%-ის დაგროვება 20-30 წუთში ახდენს ადამიანზე სასიკვდილო ზემოქმედებას, ხოლო 1%-ის შესუნთქვისას 1-2 წუთში იწვევს სიკვდილს.
„სოკარ ჯორჯია გაზი“ და „საქორგგაზი“ მოგიწოდებთ გამოიჩინოთ სიფრთხილე, არ დატოვოთ უყურადღებოდ გაზის დანადგარები და ონკანები.
გაუფრთხილდით როგორც საკუთარ, ასევე თქვენი მეზობლების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.