დავალიანების გაგება
ონლაინ დახმარება
16 114

როგორ გავხდე აბონენტი

ახალი არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის ქსელზე მიერთება

 ახალი მომხმარებელი გამანაწილებელ ქსელზე  მიერთების განაცხადით  „სოკარ ჯორჯია გაზი"-ს ადგილობრივ სერვის ცენტრებს მიმართავს. გამანაწილებელ ქსელზე მიერთების წესებს არეგულირებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) მიერ დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების" მე-19 და მე-19¹ მუხლები. (იხ. დანართი 1)

გამანაწილებელ ქსელზე მიერთების განაცხადის დაკმაყოფილება, როგორც მიერთების საფასურის გადახდის პირობით, ასევე ურთიერთშეთანხმებითაა შესაძლებელი.

ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური, გაზიფიცირებულ დასახლებათა ტერიტორიულ საზღვრებში არსებული გამანაწილებელი ქსელიდან 300 მ რადიუსში მოთხოვნილ დაბალი წნევის სამუშაოებზე ვრცელდება.

გაზიფიცირებულ დასახლებათა ჩამონათვალს სემეკი 2014 წლის 3 ნოემბრის №43/1 გადაწყვეტილებით ამტკიცებს. (იხ. დანართი 2, აღნიშნული ჩამონათვალი, ასევე განთავსებულია სემეკის ვებ-გვერდზე http://gnerc.org/files/gadawyvetilebebi/43-1_opt.pdf)

იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილ მიერთებაზე ვრცელდება მიერთების საფასური:

  • ახალმა არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელმა სემეკის მიერ გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტანდარტული განაცხადის ფორმა უნდა შეავსოს. (იხ. დანართი 5 და იხ. დანართი 6)
  • განაწილების ლიცენზიატი 5 სამუშაო დღეში განიხილავს განაცხადს და მისი დამტკიცების ან ხარვეზის დადგენის შესახებ გადაწყვეტილებას ატყობინებს მომხმარებელს. განაცხადზე ხარვეზის დადგენის შემთხვევაში მიერთების განხორციელება შესაძლებელია, მხოლოდ ახალი განაცხადის წარდგენით.
  • განაცხადის დამტკიცების შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიანტი (ქსელის მფლობელი) ვალდებულია, სემეკის მიერ დადგენილებით განსაზღვრულ ვადებში ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება უზრუნველყოს, ხოლო ახალი მომხმარებელი ვალდებულია ამავე დადგენილებით განსაზღვრულ ვადებში მიერთების საფასური გადაიხადოს.
  • ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური სემეკის მიერ მისაერთებელ წნევასა და სიმძლავრეზე შეთავაზებული პაკეტების მიხედვით არის დადგენილი (იხ. დანართი 3) და წარმოადგენს ერთჯერად გადასახადს.
  • განაცხადის დამტკიცების შემთხვევაში, მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია განაცხადის დამტკიცების შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, მის სააბონენტო ნომერზე, შეიტანოს მიერთების საფასურის 50%, ხოლო დარჩენილი თანხა გაზმომარაგების დაწყებიდან 5 სამუშაო დღეში.
  • თუ, განაწილების ლიცენზიანტი ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთებას დადგენილ ვადებში ვერ უზრუნველყოფს, მიერთების საფასური განახევრდება.
  • ახალი მომხმარებლის მიერთების შედეგად შექმნილი ახალი გამანაწილებელი ქსელი (მათ შორის, აღრიცხვის კვანძი და სხვა საშუალებები) განაწილების ლიცენზიატის საკუთრებას წარმოადგენს, ხოლო მომხმარებლის კუთვნილი ტერიტორიიდან ბუნებრივი გაზის მიღების წერტილის ჩათვლით არსებული შიდა ქსელი - მომხმარებლის საკუთრებას.

იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილ მიერთებაზე არ ვრცელდება მიერთების საფასური:

  • ქსელზე მიერთება მომხმარებლისა და განაწილების ლიცენზიანტის ურთიერთშეთანხმებით ხორციელდება.(დანართი 7)
  • მხარეების შეუთანხმებლობის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიანტი ვალდებულია წერილობითი მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში უფასოდ გასცეს ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობა და მიერთების მსურველი მიერთების სამუშაოებს თავად, ან სხვა პირის მეშვეობით უზრუნველყოფს.
  • მიუხედავად იმისა, თუ ვის მიერ სრულდება მიერთების სამუშაოები, მხოლოდ განაწილების ლიცენზიანტია უფლებამოსილი საფასურის გადახდის სანაცვლოდ უზრუნველყოს მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობა, მოაწყოს აღრიცხვის კვანძი და შეასრულოს გამანაწილებელ ქსელზე შეჭრა-მონტაჟის სამუშაოები. (მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასური დამტკიცებულია სემეკის მიერ. იხ. დანართი 4)
  • იმ შემთხვევაში, თუ მიერთების მსურველი სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს თვითონ (ან სხვა პირის მეშვეობით) ასრულებს, იგი ვალდებულია მშენებლობის დაწყების შესახებ წინასწარ წერილობით აცნობოს განაწილების ლიცენზიატს.

აბონენტად რეგისტრაცია

საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ახალი მესაკუთრე ვალდებულია „სოკარ ჯორჯია გაზი"-ს ადგილობრივ სერვის ცენტრებს განაცხადით მიმართოს. განაცხადს უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი ცნობა თან უნდა დაერთოს.

განაცხადში უნდა იყოს მითითებული:

  • განმცხადებლის ვინაობა და მისამართი;
  • განაწილების ლიცენზიატის დასახელება;
  • ადგილი (მისამართი), სადაც უნდა მოხდეს მომსახურების გაწევა და ბუნებრივი გაზით მომარაგება;
  • იმ უძრავი ქონების ფლობის ფორმა, სადაც უნდა მოხდეს მომსახურების გაწევა;
  • ბუნებრივი გაზის მოხმარების მიზანი (საყოფაცხოვრებო ან არასაყოფაცხოვრებო);
  • მომხმარებლის კუთვნილი ბუნებრივი გაზის დანადგარებისა და ხელსაწყოების ჩამონათვალი, სახეობა და სიმძლავრე.

უძრავი ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემისას, ამ უძრავი ქონების მესაკუთრის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, პირს უფლება აქვს განაცხადით მოითხოვოს აბონენტად რეგისტრაცია. განაცხადის განხილვისას განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია ამ პირის მიერ მის დეპოზიტზე თანხის შეტანა და დარიცხული (არსებული) დავალიანების სრულად დაფარვა მოითხოვოს. ამ პირობების შეუთანხმებლობის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს განმცხადებელს აღნიშნულ მისამართზე აბონენტად რეგისტრაციაზე უარი განუცხადოს.