დავალიანების გაგება
ონლაინ დახმარება
16 114

ტარიფები

„სოკარ ჯორჯია გაზი" საყოფაცხოვრებო მომხმარებლებზე ბუნებრივი გაზის მიწოდებას მთელი ქვეყნის მასშტაბით  ახორციელებს, ნაწილობრივ თბილისისა და ზოგიერთი დასახლებული პუნქტის გამოკლებით.

მომხმარებელს მიმწოდებლისთვის მოხმარებული გაზის საფასურის გადახდის ვალდებულების გარდა, სხვა ვალდებულება არ ეკისრება. ამასთან, მიმწოდებელმა მომხმარებლის ბუნებრივი გაზით სტაბილურად მომარაგების უზრუნველსაყოფად, ყველა ვალდებულება უნდა შეასრულოს.

საყოფაცხოვრებო მომხმარებელზე ბუნებრივი გაზის მიწოდების ტარიფები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბერის №69 ბრძანების საფუძველზე ნაწილობრივ დერეგულირებულია. (იხ.დანართი) ეს გულისხმობს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარების ტარიფის ზედა ზღვარის განსაზღვრას, 2008 წლის 1 აგვისტომდე არსებულ იმ ფიზიკური პირებისთვის (მოსახლეობა – საყოფაცხოვრებო მომხმარებელი), რომლებიც ბუნებრივ გაზს მხოლოდ საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის მოიხმარენ. ტარიფების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია „სოკარ ჯორჯია გაზი"-ს ვებ-პორტალზე https://mygas.ge/Information/Rates.

იმ პირებისთვის კი, რომლებიც ბუნებრივი გაზის ქსელში 2008 წლის 1 აგვისტოს შემდეგ ჩაერთნენ, მიწოდების ტარიფები ამავე ბრძანებით სრულად დერეგულირებულია - მოხმარებული ბუნებრივი გაზის ფასი მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის გაფორმებული ტიპიური ხელშეკრულების საფუძველზე განისაზღვრება.

 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 5.09.2007/№69 ბრძანება

    მიმდინარე ტარიფი