Please contact us through the qtox tool Download qtox https://github.com/qTox/qTox/blob/master/README.md#qtox If you can't contact us, please contact some data recovery company(suggest taobao.com), may they can contact to us. Add our TOX ID and send an encrypted file and 'Sorry-ID' for testing decryption. Our TOX ID: 3D7889AEC00F2325E1A3FBC0ACA4E521670497F11E47FDE13EADE8FED3144B5EB56D6B198724  დარიცხვები და ქვითრები | SOCARGAS.GE - სოკარ ჯორჯია გაზი
ონლაინ დახმარება
16 114

დარიცხვები და ქვითრები

მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდა ხორციელდება ქვითრის საშუალებით, რომელიც „სოკარ ჯორჯია გაზი"-ს / "საქორგგაზი"-ს აბონენტებს ყოველთვიურად მიეწოდებათ. კომპანიის თანამშრომელი, ე.წ. „წამკითხველი" მრიცხველიდან იღებს ანათვალს, ქვითარი შეიძლება მომხმარებელს მიეწოდოს ბეჭდური ან ელექტრონული ფორმით (მათ შორის, მოკლე ტექსტური შეტყობინების, ელ.ფოსტის ან/და სხვა ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებითა და ფორმატში).

აბონენტმა მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასური ქვითარში მითითებულ ვადაში უნდა გადაიხადოს. ქვითრის არმიღება აბონენტს მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან არ ათავისუფლებს. საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, მომხმარებელს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება.

ქვითრის არმიღების შემთხვევაში დარიცხული ბუნებრივი გაზის საფასურის ოდენობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, აბონენტს შეუძლია დარეკოს „სოკარ ჯორჯია გაზი"-ს / "საქორგგაზი"-ს ცხელ ხაზზე - 16 114, სააბონენტო ნომრით გადაამოწმოს „სოკარ ჯორჯია გაზი"-ს ვებ-პორტალზე - www.mygas.ge, მისი მობილური ტელეფონიდან გააგზავნოს USSD კოდი ნომერზე *303# და მიჰყვეს ინსტრუქციას, ან ესტუმროს ადგილობრივ სერვის ცენტრს.

ყურადღება: მომხმარებლის უფლებების შესახებ ინფორმაცია დატანილია ქვითრის უკანა მხარეს. კომპანიის მხრიდან უფლებამოსილების გადაცდომის შემთხვევაში, აბონენტმა უნდა მიმართოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან არსებულ მომხმარებელთა ინტერესების დამცველის ოფისს (თბილისი, ა.მიცკევიჩის ქ.19, ტელ: (032) 242 01 80, Email: mail@gnerc.org), დარეკოს „სოკარ ჯორჯია გაზი"-ს / "საქორგგაზი"-ს ცხელ ხაზზე - 16 114, ან მოგვწეროს ელექტრონულ მისამართზე: socargas@socar.ge.