Please contact us through the qtox tool Download qtox https://github.com/qTox/qTox/blob/master/README.md#qtox If you can't contact us, please contact some data recovery company(suggest taobao.com), may they can contact to us. Add our TOX ID and send an encrypted file and 'Sorry-ID' for testing decryption. Our TOX ID: 3D7889AEC00F2325E1A3FBC0ACA4E521670497F11E47FDE13EADE8FED3144B5EB56D6B198724  ახალი ამბები | SOCARGAS.GE - სოკარ ჯორჯია გაზი
ონლაინ დახმარება
16 114

ახალი ამბები

ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა მარნეულის რაიონის სოფელ კირიხლოში ახლად აშენებული გაზგამანაწილებელი ქსელი დაათვალიერეს.

11 კილომეტრიანი გაზსადენის მშენებლობის შედეგად ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცა სოფელში მცხოვრებ 259 ოჯახს.

ქვემო ქართლში „სოკარ ჯორჯია გაზს" აშენებული აქვს 1,027 კილომეტრიანი სიგრძის გაზსადენი და ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა აქვს 26 ათას 837 აბონენტს. ამასთან, ქვემო ქართლში, ბუნებრივ აირს უკვე მოიხმარს 100 ათასი ოჯახი.

წლის ბოლომდე, ქვემო ქართლის რეგიონში დაგეგმილია 158 კილომეტრიანი გაზგამანაწილებელი ქსელის მშენებლობა, რომელიც დამატებით 3,434 პოტენციურ აბონენტს მისცემს ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობას.

2016 წლის გაზიფიცირების გეგმის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით, „სოკარ ჯორჯია გაზი" ააშენებს 1,600 კილომეტრი სიგრძის გაზგამანაწილებელ ქსელს და ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა ექნება დამატებით 40 ათასზე მეტ ოჯახს.

საერთო ჯამში, 2009-2017 წლებში, საინვესტიციო ვალდებულებების ფარგლებში, „სოკარ ჯორჯია გაზს", აშენებული ექნება 7,000 კმ-ზე მეტი გაზგამანაწილებელი ქსელი, რომელიც საქართველოს მასშტაბით ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობას მისცემს 250 ათას პოტენციურ აბონენტს

03 სექტემბერი, 2016