დავალიანების გაგება
ონლაინ დახმარება
16 114

ახალი ამბები

მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს ქალაქ ქუთაისში კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა“ საზეიმო ვითარებაში თანამშრომეთა გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სასწავლო ცენტრი გახსნა.  ღონისძიებას ესწრებოდნენ კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი“-ს დირექტორი აზერ მამმადოვი, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და ქალაქ ქუთაისის მერი შოთა მურღულია.

სასწავლო ცენტრი თანამშრომელთა პროფესიული ცოდნის ასამაღლებლად და პროფესიონალური უნარების  სრულყოფის ასევე კვალიფიკაციის ამაღლების სფეროში ერთიანი პოლიტიკის რეალიზაციის და უზრუნველყოფის მიზნით არის  შექმნილი.  

 სასწავლო ცენტრის ძირითადი ამოცანებია:

  • თანამშრომელთა თეორიული და პრაქტიკული ცოდნის განახლება გაზის სფეროში მზარდი მოთხოვნების შესაბამისად
  • პროფესიონალური ცოდნის და შესაძლებლობების ამაღლება და სათანადო დონის უზრუნველყოფა
  • მოწინავე გამოცდილების, ახალი პროგრესული მეთოდებისა და ტექნოლოგიების შესწავლა და განვრცობა
10 ოქტომბერი, 2017